უკრაინის პრემიერლიგის მატჩი „შახტარსა“ და კიევის „დინამოს“ შორის, შესაძლოა, ლონდონში გაიმართოს #1TVSPORT
უკრაინის პრემიერლიგის მატჩი „შახტარსა“ და კიევის „დინამოს“ შორის, შესაძლოა, ლონდონში გაიმართოს #1TVSPORT

უკრაინის ჩემპიონატის მეშვიდე ტურის ცენტრალური მატჩი დონეცკის „შახტარსა“ და
კიევის „დინამოს“ შორის, შესაძლოა, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქ ლონდონში გაიმართოს, – წერს ua.tribuna.com.

აღნიშნავენ, რომ ამ იდეას უკვე დაუჭირა მხარი 77 წლის რუმინელმა სპეციალისტმა მირჩა ლუჩესკუმ, რომელიც „დინამოს“ მთავარი მწვრთნელია. დღეისთვის მხარეებს შორის თანხმდება საორგანიზაციო საკითხები. ამასთან, უკვე ცნობილია, რომ ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა ჰუმანიტარულ საჭიროებებს მოხმარდება.

„შახტარისა“ და კიევის „დინამოს“ შეხვედრა 15 ოქტომბერს გაიმართება. ჯერჯერობით უცნობია, ლონდონის რომელი სტადიონი უმასპინძლებს უკრაინის პრემიერლიგის მატჩს.