მირჩა ლუჩესკუ კიევის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი გახდა

17:45, 23.07.2020

კიევის „დინამომ“ მთავარ მწვრთნელად მირჩა ლუჩესკუს დანიშვნის შესახებ გამოაცხადა.

74 წლის რუმინელ სპეციალისტთან კონტრაქტი ორი წლით გაფორმდა, აგრეთვე შესაძლებელი იქნება ხელშეკრულების ერთი წლით გაგრძელება, – იტყობინება კლუბის ოფიციალური ვებგვერდი.

ლუჩესკუ ამ პოსტზე ალექსეი მიხაილიჩენკოს შეცვლის, რომელიც წლევანდელი სეზონის დასრულების შემდეგ გაანთავისუფლეს. თავისი მოვალეობების შესრულებას რუმინელი სპეციალისტი მომავალი კვირიდან შეუდგება.

შეგახსენებთ, რომ ლუჩესკუ 2004-14 წლებში „დინამოს” ყველაზე პრინციპული მეტოქის „შახტარის” დამრიგებელი იყო.

იტყობინებიან, რომ მწვრთნელის ხელფასი წელიწადში სამი მილიონი ევრო იქნება.

მსგავსი