მირჩა ლუჩესკუმ კიევის „დინამო“ დატოვა და კარიერა დაასრულა #1TVSPORT
მირჩა ლუჩესკუმ კიევის „დინამო“ დატოვა და კარიერა დაასრულა #1TVSPORT

კიევის „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა, მირჩა ლუჩესკუმ პოსტიდან გადადგომისა და კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

78 წლის რუმინელმა სპეციალისტმა ეს გადაწყვეტილება უკრაინის ჩემპიონატის მე-13 ტურის შემდეგ მიიღო, რომელშიც „დინამომ“ 0:1 წააგო „შახტართან“.

„15 წელი მივეცი უკრაინულ ფეხბურთს და ამით გადავწყვიტე კარიერის დასრულება. ეს მატჩი ბოლო იყო. გამოვემშვიდობე ჩემს მოთამაშეებს, „შახტარის“ მოთამაშეებს. ყველას მადლიერი ვარ. იმედია, ჩემი ნაწილი დარჩა უკრაინულ ფეხბურთში. რა თქმა უნდა, სხვანაირად დასრულება მინდოდა, მაგრამ ყველაფერი მთავრდება – საფეხბურთი კარიერაშიც, ცხოვრებაშიც და სიყვარულშიც. ყველაფერს აქვს დასასრული“, – განაცხადა ლუჩესკუმ.

რუმინელი „დინამოს“ 2020 წლიდან ავარჯიშებდა. უფრო ადრე მან 12 წელი გაატარა „შახტარის“ მთავარი მწვრთნელის რანგში. ჯამში, ლუჩესკუ ცხრაჯერ გახდა უკრაინის ჩემპიონი, 2009 წელს კი „შახტარი“ უეფა-ს თასზე გამარჯვებამდე მიიყვანა.