მირანდა მესხი - ზუგდიდის ოლქში დარეგისტრირებულია 100-მდე საჩივარი, რომლებიც ძირითადად პროცედურულ დარღვევებს ეხება
ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი აცხადებს, რომ ზუგდიდის ოლქში 100-მდე საჩივარი დაიწერა, რომელთა უმეტესობა პროცედურული ხასიათის არის.
„მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობამ შეადგინა 56 643 ამომრჩეველი, პროცენტულად ეს არის 46,88 პროცენტი. რაც შეეხება საჩივრებს, ოლქში დარეგისტრირებულია 100-მდე საჩივარი, რაც ძირითადად ეხება პროცედურულ დარღვევებს. კანონით დადგენილ ვადაში მოხდება საჩივრების განხილვა. შედეგებს არ ვაჯამებთ. ცესკო-მ განცხადება უკვე გააკეთა და ყველა ოქმი უკვე ატვირთულია ონლაინ“, – განაცხადა მირანდა მესხმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში დათვლილია, ყველა, 107-ვე საარჩევნო უბანი. აღნიშნული უბნების მონაცემებით, მმართველი პარტიის კანდიდატი გიორგი შენგელია ხმათა 54.18 პროცენტით (30 470) იმარჯვებს.