მიქაუტაძემ საფრანგეთში კვლავ გაიტანა - „მეცმა“ „რაონი“ დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

გიორგი მიქაუტაძემ საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ გაიტანა და „მეცს“ საფრანგეთის თასის შეხვედრაში გამარჯვება და შემდეგი ეტაპის საგზური მოუტანა.

თასის 1/128-ფინალში საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის გუნდი რეგიონული ლიგის კლუბს, „რაონ ლეტაპს“ შეხვდა და 2:1 გაიმარჯვა. სტუმრებმა ანგარიში გიორგი მიქაუტაძის საგოლე გადაცემით გახსნეს, თავად კი მეტოქის კარი 64-ე წუთზე აიღო და ანგარიში 2:0 გახადა.

მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში ლიგა 2-ის 12 მატჩში ანგარიშზე 4 გოლი ჩაიწერა, ხოლო საფრანგეთის თასზე პირველად გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ბოლოს გიორგიმ ორი თვის წინ, 20 სექტემბერს „როდეზთან“ მატჩში გამოიჩინა თავი.