მინუს ოთხი და პლუს ადემი - ჩრდილოეთ მაკედონიამ „დინამო-არენაზე“ ივარჯიშა (ფოტო)
თბილისის „დინამო-არენაზე“ გენერალური რეპეტიცია გამართა ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებმა, რომელიც 12 ნოემბერს საქართველოსთან ისტორიული მატჩს გამართავს. გამარჯვებული ევროპის ჩემპიონატის საგზურს მოიპოვებს.
მეტოქე თბილისში ოთხი მოთამაშის გარეშე ჩამოვიდა – მათ შორის არ არიან ენის ბარდი, კირე რისტევსკი, კრსტე ველკოსკი და მეკარე დანიელ ბოჟინოვსკი. თუმცა, ივარჯიშა არიან ადემმა, რომელიც ზაგრების „დინამოს“ ბოლო ვარჯიშზე დაშავდა.
ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრების შემადგენლობა:
მეკარეები: სტოლე დიმიტრიევსკი (რაიო ვარეკანო), მარტინ ბოგატინოვი (ეთნიკოსი), დამიან შიშკოვსკი (დოქსა)
მცველები: ვისარ მუსლიუ (ფეჰერვარი), ეგზონ ბეიტულაი (შკენდია), სტეფან რისტოვსკი (სპორტინგი), დარკო ველკოვსკი (რიეკა), გოკო ზაიკოვი (შარლერუა). ეზგიან ალიოსკი (ლიდსი)
ნახევარდაცვა: ენის ბარდი (ლევანტე), არიან ადემი (ზაგრების დინამო), ბობან ნიკოლოვი (ფეჰერვარი), სტეფან სპიროვსკი (ლარნაკას აეკი), ელიფ ელმასი (ნაპოლი), ტიხო კოსტადინოვი (რუზომბეროკი)
თავდასხმელები: გორან პანდევი (ჯენოა), ივან ტრიჩკოვსკი (აეკ ლარნაკა), ილია ნესტოროვსკი (უდინეზე), ალექსანდრე ტრაიკოვსკი (მალიორკა), ვლატკო სტოიანოვსკი (შამბლი)
საქართველო-ჩრდილეთ მაკედონიის შეხვედრა უმაყურებლოდ ჩატარდება. მატჩი 12 ნოემბერს, 21:00 საათზე გაიმართება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.