მინსკში სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენეს
მინსკში სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენეს

მინსკში სამართალდამცავებმა საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი აირი გამოიყენეს. ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ისმის აფეთქებების ხმა და ჩანს კვამლი.

ადგილზე მყოფი რეპორტიორები იუწყებიან, რომ აქციის მონაწილეთა ნაწილი დაკავებულია.

ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ წყდება, რომელის გამარჯვებულადაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ზედიზედ მეექვსედ ალექსანდრ ლუკაშენკო გამოაცხადა.