მედიის ინფორმაციით, მინსკში რამდენიმე მეტროსადგურმა მუშაობა შეაჩერა, შეფერხებით მუშაობს ინტერნეტი
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში საპროტესტო აქცია გრძელდება. ადგილობრივი მედიის ცნობით, ქალაქში რამდენიმე მეტროსადგურმა მუშაობა შეაჩერა, ასევე შეფერხებით მუშაობს ინტერნეტი.
Tut.by-ის ინფორმაციით, ქალაქის რამდენიმე უბანში მობილიზებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფები.
ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები 9 აგვისტოს ჩატარდა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ოპოზიცია და მათი მომხრეები არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ.