ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ოპოზიციის ორგანიზებით, აქცია „აღსარების ჯაჭვი“ გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ქალაქში ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.
ჯაჭვი კურაპატების ტყის მასივიდან იწყებოდა, სადაც საბჭოთა რეპრესიების დროს ადამიანებს ხვრეტდნენ და მარხავდნენ, ხოლო ცოცხალი ჯაჭვის ბოლო დროებით იზოლატორთან იყო, სადაც საპროტესტო აქციებზე დაკავებული დემონსტრანტები იმყოფებიან.
ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოდან მიმდინარეობს. დემონსტრანტები საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას მეორე კვირაა, ითხოვენ.