მედიის ინფორმაციით, მინსკში მთავრობის საწინააღმდეგო აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს
მედიის ინფორმაციით, მინსკში მთავრობის საწინააღმდეგო აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს

ბელარუსის დედაქალაქში მთავრობის საწინააღმდეგო აქციაში რამდენიმე ათასი ადამიანი მონაწილეობს.

ე.წ. პარტიზანული მარშის მონაწილეები პარტიზანის გამზირზე გადაადგილდებიან. აქციის მონაწილეების რაოდენობა თანდათანობით იზრდება.

თეთრ-წითელი დროშებით ხელში, საპროტესტო აქციის მონაწილეები სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.

რაიონში, სადაც დემონსტრაცია მიმდინარეობს, ძალოვნების დამატებითი ძალები მიემართებიან. აქციის ორგანიზატორები დემონსტრანტების დაკავების შესახებ ავრცელებენ ინფორმაციას. ბელარუსის მედია წერს, რომ სამართალდამცველები მსვლელობას აფერხებენ.