მინსკში კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობ მამაკაცად ლევან გელბახიანი, საუკეთესო მსახიობ ქალად კი სალომე დემურია დაასახელეს
სულ რამდენიმე წუთის წინ მინსკი ქართულმა კინომ დაიპყრო! – ამის შესახებ ეროვნული კინოცენტრი იუწყება.
ეროვნული კინოცენტრის ცნობით, კინოფესტივალზე LISTAPAD ქართველ კინემატოგრაფისტებს ოთხი ჯილდო გადაეცათ:
საუკეთესო სცენარი – დიმიტრი მამულიას ფილმი „ბოროტმოქმედი“;
საუკეთესო მსახიობი ქალი – სალომე დემურია დიმიტრი ცინცაძის ფილმისთვის „ჩაისუნთქე-ამოისუნთქე“;
საუკეთესო მსახიობი მამაკაცი – ლევან გელბახიანი ლევან აკინის ფილმისთვის „და ჩვენ ვიცეკვეთ“;
საუკეთესო მუსიკა – დიმიტრი მამულიას ფილმი „ბოროტმოქმედი“;
მინსკის რიგით ოცდამეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალზე ერთი კვირის განმავლობაში 50 ქვეყნიდან 154 ფილმი უჩვენეს.