მინსკში დაგეგმილი მასშტაბური აქციის ფონზე, ბელარუსის დედაქალაქის ცენტრში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია
მინსკში დაგეგმილი მასშტაბური აქციის ფონზე, ბელარუსის დედაქალაქის ცენტრში უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი და პოლიცია. ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ დამოუკიდებლობის მოედანზე მდებარე მეტროსადგური დაკეტილია.
შეგახსენებთ, ბელარუსის დედაქალაქში საპროტესტო აქცია, 30 აგვისტოს, თბილისის დროით, 15:00 საათზეა დაგეგმილი.
დემონსტრაციები მინსკში 20 დღეზე მეტია არ წყდება. მომიტინგეები საპრეზიდენტო არჩევნების ხელახლა ჩატარებას და მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ძალადობაში ბრალდებულების დასჯას ითხოვენ.