მინსკში ანტისამთავრობო მსვლელობები გაიმართა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბელარუსის დედაქალაქში მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგის გასაპროტესტებლად სხვადასხვა უბანში შეიკრიბა.
მინსკის ანტისამთავრობო მსვლელობის პარალელურად, ქალაქ ოსიპოვიჩში ქვეყნის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს მხარდამჭერებიც შეიკრიბნენ.
ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს შემდეგ არ წყდება. მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომას მოითხოვს.