მინსკში ანტისამთავრობო აქციაზე 200-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ჟურნალისტები
მინსკში გამართულ ანტისამთავრობო დემონსტრაციაზე 200-ზე მეტი მომიტინგე და ჟურნალისტი დააკავეს. შესაბამის მონაცემებს ადგილობრივი უფლებადამცველი ცენტრი „ვესნა“ ავრცელებს.
ამასთან, სააგენტო Tut.by წერს, რომ დაკავებულებს შორის იყო 30-მდე ჟურნალისტი, რომელთა უმრავლესობა უკვე გაათავისუფლეს.
ალექსანდრ ლუკაშენკოს გადადგომისა და განმეორებითი არჩევნებში ჩატარების მოთხოვნით საპროტესტო აქცია მინსკის ცენტრში, დამოუკიდებლობის მოედანზე გაიმართა.
ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 9 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო გამოცხადდა.