მინსკსა და ბელარუსის სხვა ქალაქებში დღეს ანტისამთავრობო აქციებია დაგეგმილი
ბელარუსში საპროტესტო აქციები გრძელდება. დედაქალაქ მინსკსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში დღეს ანტისამთავრობო აქციებია დაგეგმილი.
ორგანიზატორების თქმით, იმის გამო, რომ პოლიცია აქციის მონაწილეებს მასიურად აკავებს, საპროტესტო აქციების ფორმატი შეიცვლება, ამჯერად მოსახლეობა ლუკაშენკოს მმართველობას საკუთარი სახლებიდან და ეზოებიდან გააპროტესტებს და ქალაქების ცენტრებში აღარ შეიკრიბებიან.
დღევანდელი აქცია მთავრობასთან ოფიციალურად შეთანხმებული არ არის.
ბელარუსში საპროტესტო აქციები 9 აგვისტოს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, არჩევნებში მოქმედმა პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ გაიმარჯვა. ოპოზიცია არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.