მინსკის ოლიმპიურ სოფელში საქართველოს დროშა აღიმართა, ჩვენი სპორტსმენები ხვალიდან იწყებენ
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში ევროპული თამაშების დაწყებამდე ერთი დღე რჩება.
ოლიმპიურ სოფელში დღეს 50 ქვეყნის დროშა, მათ შორის საქართველოს სახელმწიფო დროშაც აღიმართა.
გარდა ამისა, აფრიალდა ევროპული თამაშების ოფიციალური დროშაც.
მოგვიანებით, ოლიმპიურ სოფელში საზეიმო კონცერტი გაიმართა, რიომელსაც ყველა ქვეყნის სპორტსმენი და დელეგაციის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
ოლიმპიური სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე, კონცერტის დასრულების შემდეგ, ყველა გუნდის მისიის ხელმძღვანელმა თითო მუხის ხე დარგო.
ჩვენგან ეს პატივი გიორგი ესაკიას ერგო.
უშუალოდ სპორტული ღონისძიებები ხვალიდან დაიწყება და საქართველოს სახელით მშვილდოსნები და მოკრივეები ჩაერთვებიან საქმეში.