მინსკის ცენტრში დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „დოჟდი“ ავრცელებს.
ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ აქტივისტებს აკავებენ. სხვადასხვა ცნობებით, დაკავებულია ათობით ადამიანი.
შეგახსნებთ, მინსკში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც დღეს ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია გაიმართა.