მინსკის აეროპორტში დაკავებული ჟურნალისტი აცხადებს, რომ ისეთ ქმედებებს უწევდა ორგანიზებას, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს
ბელარუსის საზოგადოებრივი მაუწყებელი მინსკის აეროპორტში დაკავებული ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის ინტერვიუს აქვეყნებს. ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ჩანაწერში ჟურნალისტი დანაშაულს აღიარებს და აცხადებს, რომ ისეთ ქმედებებს უწევდა ორგანიზებას, რომლებიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს.
„მოწოდებებმა, რომლებიც მე გამოვაქვეყნე ხელი შეუწყო არეულობას და მინსკი სამი დღე ქაოსში ცხოვროვბდა“, – ამბობს ვიდეოში პორტასევჩი.
ის ასევე აცხადებს, რომ იყო შუამავალი შეთქმულებთან, რომლებიც ბელარუსში ძალაუფლების ხელში ჩაგდებას ძალის გამოყენებით გეგმავდნენ.
შეგახსენებთ, რომ რომან პროტასევიჩი 23 მაისს მინსკის აეროპორტში მას შემდეგ დააკავეს, რაც ბელარუსის ხელისუფლებაც ათენი-ვილნიუსის რეისის შესრულების დროს რაინეარის სამგზავრო ლაინერს ბელარუსის დედაქალაქში აიძულა დაჯდომა.