ასპარეზობაში პირველი ქართველი სპორტსმენი ჩაერთო | მინსკი 2019 [ფოტო/ვიდეო]
13:27, 21.06.2019
ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე მეორე ოლიმპიურ თამაშებში ქართველ სპორტსმენთაგან სტარტი პირველმა 25 წლის მშვილდოსანმა, ჯაბა მოსეშვილმა აიღო.
სარეიტინგო რაუნდში 648 ქულით მან 23-ე შედეგი აჩვენა. 1/32 ფინალში ქართველი მშვილდოსანის მეტოქე ხორვატი მატია მიჰალიჩი გახლავთ, რომელსაც 626 ქულით სარეიტინგო რაუნდში 42-ე შედეგი ჰქონდა.
გამარჯვების შემთხვევაში ქართველი სპორტსმენის მეტოქე 23 წლის ჰოლანდიელი სტივ ვეილერი იქნება, რომელმაც წინასწარ სროლაში 667 ქულით მე-10 ადგილი დაიკავა და პირველ წრეში თავისუფალია.