მინესოტას შტატში, ერთ-ერთ სასტუმროში სროლას რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა
მინესოტას შტატში, ერთ-ერთ სასტუმროში სროლას, სულ მცირე, სამი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას „სიბიესი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, გარდაცვლილთა შორის არის თავდამსხმელიც.
პოლიციის ინფორმაციით, ტერიტორიაზე საფრთხე აღარ არსებობს.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა თავდასხმის მიზეზი.