მინესოტას შტატის გუბერნატორი ტიმ უოლცი - წაგება რთულია, რთულია გაიგო, რატომ აირჩია ჩვენმა ამდენმა თანამოქალაქემ სხვა გზა
მინესოტას შტატის გუბერნატორი ტიმ უოლცი - წაგება რთულია, რთულია გაიგო, რატომ აირჩია ჩვენმა ამდენმა თანამოქალაქემ სხვა გზა

წაგება რთულია, რთულია გაიგო, რატომ აირჩია ჩვენმა ამდენმა თანამოქალაქემ სხვა გზა, – ამის შესახებ დემოკრატიული პარტიის ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატმა, მინესოტას შტატის გუბერნატორმა, ტიმ უოლცმა მინესოტაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„ეს რთულია. რთულია წაგება. რთულია, გაიგო, რატომ აირჩია ჩვენმა ამდენმა თანამოქალაქემ, ადამიანებმა, რომლებისთვისაც ჩვენ ამდენ ხანს და ამდენს ვიბრძოდით, საბოლოოდ სხვა გზა. რთულია წარმოდგენა, თუ როგორი იქნება ეს გზა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში. ასე რომ, თუ დღეს იმედგაცრუებას გრძნობთ, მე მესმის ეს. ნუ იჩქარებთ. იზრუნეთ საკუთარ თავზე, საყვარელ ადამიანებზე, საკუთარ საზოგადოებაზე. არსებობს მილიონი გზა, შეიტანოთ პოზიტიური ცვლილება და როდესაც მზად იქნებით, დაუბრუნდეთ ბრძოლას. და იცოდეთ, როდესაც იქნებით მზად, დაუბრუნდეთ ბრძოლას, მე ვიდგები თქვენ გვერდით და ვიქნები მზად, ვიბრძოლო თქვენთან ერთად“, – განაცხადა ტიმ უოლცმა.