მინეაპოლისში „დოიჩე ველეს“ გადამღები ჯგუფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს
მინეაპოლისში „დოიჩე ველეს“ გადამღები ჯგუფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს

მინეაპოლისში „დოიჩე ველეს“ გადამღები ჯგუფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. როგორც იუწყებიან, ჟურნალისტ შტეფან ზიმონეს და ოპერატორ მაკს ფიორგის მიმართულებით პოლიციამ გაისროლა. ამ დროს რეპორტიორი პირდაპირ ეთერში ჩართვისთვის ემზადებოდა.

ინციდენტის ამსახველ ვიდეოში ისმის გასროლის ხმა, შემდეგ კი ჩანს პოლიციელი, ის დაუშვებს საგანს, რომელიც იარაღს ჰგავს.

მომხდარის შემდეგ პოლიციელებმა „დოიჩე ველეს“ რეპორტიორებს ადგილის დატოვება მოსთხოვეს. ჟურნალისტების აცხადებენ, რომ პოლიციელები მათთან საუბრის დროს ნერვიულობდნენ.

ეს არ გახლავთ ერთადერთი ინციდენტი, რა დროსაც აშშ-ის მიმდინარე აქციების დროს ჟურნალისტებს მუშაობაში ხელი შეუშალეს. 30 მაისს პოლიციის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიები სააგენტო „როიტერის“ თანამშრომლებს მოხვდათ.

29 მაისს კი, მინეაპოლისში რამდენიმე საათით დააკავეს ტელეკომპანია „სიენენის“ გადამღები ჯგუფის წევრები.