მინდოდა ჭკუიდან არ გადავსულიყავი - შარაპოვამ დისკვალიფიკაციის პერიოდი გაიხსენა
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა მარია შარაპოვამ ჟურნალისტებს გაუმხილა – როგორ გრძნობდა თავს იმ დოპინგ-სკანდალის დროს, რომელიც მის მიერ მელდონიუმის გამოყენების შემდეგ აგორდა.
„პრესკონფერენციის შემდეგ, ტელეფონიდან ყველანაირი სოციალური ქსელი წავშალე, რათა თავი დამეცვა საყვედურებისგან და ჭკუიდან არ გადავსულიყავი. არასოდეს მაწუხებდა ჩემს შესახებ სხვისი აზრები, მაგრამ მაშინ მივხვდი, რომ ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის. ამან ძალიან გამანაწყენა. უსიამოვნო იყო იმის შეგრძნება, რომ თურმე უკანასკნელი არარაობა ვარ.
ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია ჯიუტად იმეორებდა იმას, რომ მე ვმალავდი მელდონიუმის მიღებას, მაგრამ ამას არაფერი საერთო არ აქვს სიმართლესთან. ეს ძალიან მტკივნეული იყო. არაფერი მინდოდა, გარდა იმისა, რომ ჩემს მიმართ პატივისცემა გამოეხატათ. მე ყოველთვის მზად ვარ ვიბრძოლო იმისთვის, რაც საკუთარ უფლებად მიმაჩნია“, – განაცხადა 33 წლის შარაპოვამ.
2016 წელს, რუს ჩოგბურთელს 15-წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს აკრძალული პრეპარატის – მელდონიუმის გამოყენების გამო.
„დიდი სლემის“ ტურნირების ხუთგზის ჩემპიონმა კარიერის დასრულების შესახებ 2020 წლის თებერვალში გამოაცხადა.