მიმდინარე წლის პირველ კვარტალში თურქეთში საქართველოდან 371 ათასი ვიზიტორი იმყოფებოდა
2019 წლის პირველ კვარტალში თურქეთში საქართველოდან 371 ათასი ვიზიტორი იმყოფებოდა.
თურქეთის კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 22 პროცენტით ნაკლებია.
თურქეთში ჩასულ უცხოელებს შორის საქართველოს მოქალაქეების წილი 6,82 პროცენტს შეადგენს.
ამასთან, მხოლოდ მარტში თურქეთში საქართველოდან 138 700 ვიზიტორი ჩავიდა.