მიმდინარე კვირაში ლირის კურსი დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა
მიმდინარე კვირაში თურქული ლირის კურსი აშშ დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმამდე შემცირდა. ამ დროისთვის ერთი აშშ დოლარი 27.4 თურქული ლირა ღირს.
თვის დასაწყისიდან დოლარი ლირასთან მიმართებით თითქმის 3 პროცენტით გაძვირდა. ოთხშაბათს დოლარ-ლირის კურსმა პირველად 27.66 ლირას მიაღწია, სამშაბათს კი პირველად 27.5 ლირას გადააჭარბა. თვის დასაწყისიდან დოლარი ლირასთან მიმართებით 2.9 პროცენტით გაძვირდა, კვარტლის დასაწყისიდან – თითქმის 5.5 პროცენტით.
თურქული ვალუტა წლის დასაწყისიდან, აგვისტოს გარდა, ყოველთვიურად იკლებს. ლირა ყველაზე მეტად ივნისში დაეცა – თითქმის მეოთხედით, დოლარზე 20.8 ლირიდან 26 ლირამდე.