„მილუოკიმ“ „მაიამი“ 34 ქულით გაანადგურა და სერიაში 2:0 დაწინაურდა [ვიდეო] #1TVSPORT
„მილუოკიმ“ სერიის მეორე მატჩიც მოუგო „მაიამის“ და სერიაში 2:0 წაიყვანა ანგარიში. მატჩის ბედი პრაქტიკულად პირველ მეოთხედში გადაწყდა, რომელიც „ბაქსმა“ 46:20 მოიგო. ამ 12-წუთეულში მასპინძლებმა 15-დან 10 სამქულიანი ჩააგდეს. საბოლოოდ, „მილუოკიმ“ 132:98 მოიგო. შეწყდა „მაიამის“ 19-მატჩიანი სერია, როცა გუნდი მინიმუმ 100 ქულას აგროვებდა.
შეხვედრას რამდენიმე გმირი ჰყავდა. იანის ანტენტოკუნმპომ 31 ქულა, 13 მოხსნა და ექვსი შედეგიანი პასი მიითვალა, ჯრიუ ჰოლიდეიმ 15 შედეგიანი პასი შეასრულა, მაგრამ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ბრინ ფორბსის თამაში, რომელიც „ბაქსში“ ნოემბერში გადავიდა. კალათბურთელმა, რომელიც რეგულარულში საშუალოდ 10 ქულას აგროვებდა, ცხრიდან ექვსი სამქულიანი ჩააგდო და 27 ქულა აიღო.
„მილუოკიმ“ 22 სამქულიანი ჩააგდო და ამით საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა.
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველი მატჩი დაძაბული გამოვიდა და „ბაქსმა“ კრის მიდლტონის მიერ 0.5 წამით ადრე ჩაგდებული ბაზერ-ბიტერით გაიმარჯვა – 109:107.
მილუოკი-მაიამი 132:98 (46:20, 32:31, 29:27, 25:20)
მილ: ანტენტოკუნმპო (31+13 მოხსნა+6 პასი), მიდლტონი (17), ჰოლიდეი (11+7 მოხსნა+15 პასი), ბ. ლოპესი (7), დივინჩენცო (5+7 მოხსნა) – სასტარტო; ფორბსი (22), კონაუტონი (15), პორტისი (11), ნვორა (5), ტაკერი (3), მერილი (3), ტუპანი (2), დიაკიტე (0), ბრაიანტი (0).
მაი: ადებაიო (16), რობინსონი (10), ბატლერი (10), ნანი (9), არიზა (0) – სასტარტო; დედმონი (19+9 მოხსნა), დრაგიჩი (18), ბიელიცა (4), ჰირო (4), ვინსენტი (3), აჩიუვა (3), იგუოდალა (2), ოკპალა (0), სტრუსი (0).
სერია: 2-0