მილტონ ჰეიგმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისათვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, მილტონ ჰეიგმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი ორი მატჩისათვის გაფართოებული, 36 კაციანი შემადგენლობა დაასახელა. შემადგენლობაში ორი დებიუტანტია და ორივე მათგანი მესამე ხაზელია. გურამ შენგელია გორის “ჯიქის” კაპიტანია, ხოლო მიხეილ გაჩეჩილაძე კი დავით კაჭარავასთან ერთად რუსულ “ენისეი”-ში თამაშობს და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია.
ტურნირის პირველ შეხვედრაში “ბორჯღალოსნები” ბელგიას დაუპირისპირდებიან. მეტოქეს ქართველი მორაგბეები ქუთაისში, “აია არენაზე” დახვდებიან. მეორე მატჩი კი ოფენბახში, გერმანიის ნაკრების წინააღგმდეგ გაიმართება.
გაფართოებული შემადგენლობა ასე გამოიყურება:
უკანა ხაზი:
მერაბ კვირიკაშვილი, სანდრო თოდუა, ბექა წიკლაური, გიორგი ფრუიძე, სოსო მათიაშვილი, ანზორ სიჭინავა, დავით კაჭარავა, მერაბ შარიქაძე, გიორგი კოშაძე, გიორგი კვესელაძე, ლაშა მალაღურაძე, ლაშა ხმალაძე, რევაზ ჯინჭველაშვილი, გიორგი ბეგაძე, ვასილ ლობჟანიძე, გელა აფრასიძე
შერკინება:
მიხეილ ნარიაშვილი, კახა ასიეშვილი, ზურაბ ჟვანია, თორნიკე მატარაძე, შალვა მამუკაშვილი, ბადრი ალხაზაშვილი, გიორგი ჭყოიძე, ლევან ჩილაჩავა, ანტონ ფეიქრიშვილი, ლაშა ტაბიძე, გიორგი ნემსაძე, კოტე მიქაუტაძე, ნოდარ ჭეიშვილი, ვიტო კოლელიშვილი, გიორგი თხილაიშვილი, ლაშა ლომიძე, ოთარ გიორგაძე, გიორგი ცუცქირიძე, მიხეილ გაჩეჩილაძე, გურამ შენგელია