ჩეხეთის პრეზიდენტი მილოშ ზემანი სოჭში იმყოფება, სადაც რუს კოლეგას ვლადიმერ პუტინს ხვდება.
პრესკონფერენციის დროს ჩეხეთის პრეზიდენტმა რუსულად ისაუბრა და თარჯიმნებს მოუწოდა, არ გადაეთარგმნათ მისი ნათქვამი. ზემანმა აღნიშნა, რომ ჩეხ ჟურნალისტებს რუსული ენა უნდა ესმოდეთ.
„არ გადათარგმნოთ ჩემი გამოსვლა, ჟურნალისტებს რუსული უნდა ესმოდეთ“, – განაცხადა მილოშ ზემანმა.