„მილანმა“ ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო და მეცხრე ადგილზეა
„მილანმა“ ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო და მეცხრე ადგილზეა

იტალიის სერია A-ში მე-19 ტური გაგრძელდა. შაბათის დღის პირველ შეხვედრაში “ფიორენტინამ” საკუთარ მოედანზე “მილანი” მიიღო და 71-ე წუთზე დაწინაურდა. გოლი გაიტანა მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელის დიეგო სიმეონეს ვაჟმა ჯოვანი სიმეონემ. თუმცა, ფლორენციელებმა ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს – 74-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა შეცვლაზე შესულმა ჰაქან ჩალჰანოგლუმ და “მილანი” წაგებას გადაარჩინა – 1:1.

“მილანმა” ზედიზედ მესამე მატჩი ვერ მოიგო და მეცხრე ადგილზეა. “ფიორენტინა” ორი საფეხურით მაღლა იმყოფება. ამ გუნდს სერია A-ში შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, აქედან ხუთი მატჩი ფრედ დაასრულა.

ეს მატჩი მე-100 იყო “მილანის” შემადგენლობაში 18 წლის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმასთვის. ამ 100 შეხვედრაში მან 33-ჯერ შეინახა საკუთარი კარი “მშრალად”.