მილანიდან ქუთაისში ჩამოფრენილი თვითმფრინავის არც ერთ მგზავრს ტემპერატურა არ დაუფიქსირდა
მილანიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 97 მგზავრი ჩამოვიდა. იტალიიდან ჩამოსულმა მგზავრებმა აეროპორტში სამედიცინო შემოწმება გაიარეს.
სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, არც ერთ მგზავრს მაღალი ტემპერატურა არ დაუფიქსირდა. შესაბამისად, მილანიდან ჩამოფრენილმა ყველა მგზავრმა აეროპორტის ტერიტორია უკვე დატოვა.
დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტთან მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარებისა და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.