იტალიის ჩემპიონატის ხელმძღვანელობამ გადადო სერია A-ს პირველი ტურის მატჩები: “მილანი”-“ჯენოა” და “სამპდორია”-“ფიორენტინა”.
მიზეზი გენუაში მომხდარი ტრაგედიაა. მატჩების ახალი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი, – წერს Football Italia.
სერია A განიხილავდა მთლიანად ჩემპიონატის პირველი ტურის გადადებას, მაგრამ გადაწყდა, რომ ტურის დარჩენილი მატჩები დათქმულ დროში გაიმართება და ყველა შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყება.
სერია A-ს პირველი ტურის განრიგი:
18 აგვისტო
20:00 კიევო-იუვენტუსი
22:30 ლაციო-ნაპოლი
19 აგვისტო
20:00 ტორინო-რომა
22:30 ბოლონია-სპალი
22:30 ემპოლი-კალიარი
22:30 პარმა-უდინეზე
22:30 სასუოლო-ინტერი
20 აგვისტო
22:30 ატალანტა-ფროსინონე