მიკოლაევის მერის ინფორმაციით, რუსული ძალების მიერ ქალაქის დაბომბვის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა
რუსეთის მიერ ქალაქ მიკოლაევის დაბომბვის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. უკრაინული მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ ქალაქის მერმა ალექსანდრ სენკევიჩმა სოციალურ ქსელში დაწერა.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ქალაქ მიკოლაევში კასეტური ბომბები ჩამოყარეს, რომელთაგან ერთ-ერთი ტრანსპორტის გაჩერებასთან ახლოს ჩამოვარდა.
„19:20 საათის მონაცემებით, დაღუპულია სამი და დაშავებულია თორმეტი. ასევე, დაზიანებულია სახლები და ელექტროხაზები“, – წერს ალექსანდრ სენკევიჩი.