მიხეილ ბატიაშვილი - საქართველოს მასშტაბით წელსაც ძალიან ბევრი სკოლის მშენებლობაა დაგეგმილი
საქართველოს მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით, რეფორმის ფარგლებში წელსაც ძალიან ბევრი სკოლის მშენებლობა არის დაგეგმილი, – ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ბატიაშვილმა წეროვანში განაცხადა, სადაც ის წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დევნილთა დასახლებაში არსებულ სკოლას პრემიერ-მინისტრთან ერთად ესტუმრა.
„ნებისმიერი ბავშვისთვის წიგნი, წიგნთან ყოველდღიური ურთიერთობა ალბათ, ყოველთვის მნიშვნელოვანია. დღეს, წიგნის საერთაშორისო დღესთან ერთად გადავეცით ბიბლიოთეკას ქართული წიგნები, შევხვდით ბავშვებს, პედაგოგებს და ამ ღონისძიების გარდა, დღეს ქვეყნის მასშტაბით საკმად ბევრი ღონისძიება იგეგმება.
პრემიერ-მინისტრის მიერ გაჟღერდა ინიციატივა, რომ ამ სკოლის მსგავსად, წეროვანში კიდევ ერთი ახალი თანამედროვე სკოლის მშენებლობა დაიწყება. ინფრასტრუქტურული პროექტების მიმართულებით რეფორმის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით, წელსაც ძალიან ბევრი სკოლის მშენებლობა არის დაგეგმილი. მომავალ წელს ეს რაოდენობა კიდევ გაიზრდება”, – განაცხადა ბატიაშვილმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე წეროვნის მე-3 საჯარო სკოლას სტუმრობს.
მამუკა ბახტაძე წიგნის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილთან ერთად დევნილთა დასახლებაში არსებულ სკოლაში ჩავიდა და სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად წიგნები გადასცა.