მიხეილ ყაველაშვილმა ხათუნა სამნიძეს მიმართა - რა ევროპაზე მელაპარაკები, არც ქცევა იცი, არც ზრდილობა გაქვს, კანონს მივიღებთ, აუცილებლად დაგვიჭერს ხალხი მხარს
მიხეილ ყაველაშვილმა ხათუნა სამნიძეს მიმართა - რა ევროპაზე მელაპარაკები, არც ქცევა იცი, არც ზრდილობა გაქვს, კანონს მივიღებთ, აუცილებლად დაგვიჭერს ხალხი მხარს

საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, სადაც „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს, ხმაური იყო. „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა ხათუნა სამნიძეს მიმართა, რომ ზრდილობიანად ისაუბროს.

ყაველაშვილის თქმით, კანონპროექტს აუცილებლად მიიღებენ, რადგან მას ხალხის მხარდაჭერა აქვს.

„შეურაცხყოფას მაყენებ, რა ევროპაზე მელაპარაკები, არც ქცევა იცი, არც ზრდილობა გაქვს. რომელი ხალხის სახელით მელაპარაკები, ერთი პროცენტიც არ გაქვს. მე მაქვს უფლება, ხალხის სახელით ვილაპარაკო. მივიღებთ ამ კანონს და აუცილებლად დაგვიჭერს ხალხი მხარს. თქვენ არ გიჭერთ ხალხი მხარს. ნუ მელაპარაკებით ხალხის სახელით და ზრდილობიანად მომმართეთ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.