მიხეილ ყაველაშვილმა გედევან ფოფხაძეს მიმართა - გედი, „ნაციონალების“ ხსენება შენ რატომ გაღიზიანებს?
საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ლევან კობერიძე და მიხეილ ყაველაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. მათ შორის დაპირისპირება გედევან ფოფხაძის გამოსვლას მოჰყვა, რომელსაც უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა მიმართა, „გედი, „ნაციონალების“ ხსენება შენ რატომ გაღიზიანებს?“.
ყაველაშვილის ამ რეპლიკას ლევან კობერიძე გამოეხმაურა, „შენ მორჩი, ხელების შლას და ჭკუის დარიგებას“, – მიმართა ყაველაშვილს კობერიძემ, რაც დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების მიზეზი გახდა.