მიხეილ ყაველაშვილი - საზოგადოებამ ალბათ თავად მოისმინა, რომ კელი დეგნანისადმი ჩემს წერილში კითხვებზე პასუხი სამწუხაროდ ვერ მივიღეთ
მიხეილ ყაველაშვილი - საზოგადოებამ ალბათ თავად მოისმინა, რომ კელი დეგნანისადმი ჩემს წერილში კითხვებზე პასუხი სამწუხაროდ ვერ მივიღეთ

საზოგადოებამ ალბათ თავად მოისმინა, რომ ჩემს წერილში კითხვებზე პასუხი სამწუხაროდ ვერ მივიღეთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანთან დაკავშირებით განაცხადა.

ამასთან, მიხეილ ყაველაშვილმა ისაუბრა სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიაზე, რომელიც მისი თქმით, „რუსთაველზე გამართულ აქციებზე, რომლებიც უკრაინისთვის „მეტი დახმარების“ გასაწევად იმართებოდა, განსაკუთრებით აქტიურობდა“.

„საზოგადოებამ ალბათ თავად მოისმინა, რომ ჩემს წერილში, კითხვებზე, სადაც აღწერილი იყო ფაქტების სახით, პასუხი ვერ მივიღეთ სამწუხაროდ. არათუ პასუხი, არამედ გუშინ როგორც ვნახეთ, თავად ლომჯარიამაც განაცხადა, რას ფიქრობდა კელი დეგნანთან დაკავშირებით. მან ცოტა ირონიულად უპასუხა, რომ კელი დეგნანი სტუმრობდა სახალხო დამცველს, ამით ყველაფერი იყო ნათქვამი. ლომჯარია, კიდევ ერთხელ ვახსენებ, თებერვლის შემდეგ როგორი განაცხადით გამოვიდა, აღწერილი მაქვს წერილშიც, რომ უკეთესი იქნებოდა, ბომბები ცვიოდეს, ვიდრე ის სირცხვილი, რომელიც თითქოს საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, რომელიც კიდევ ერთხელ გამოიკვეთა, რომ ყველაზე სწორი პოზიცია გამოიჩინა მაშინ საქართველოს ხელისუფლებამ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს ღია წერილით 8 ივლისს მიმართა. მოგვიანებით, წერილთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა თავად აშშ-ის ელჩმა. დეგნანის თქმით, წერილი იყო ტყუილებით და შეთქმულების თეორიებით სავსე.