მიხეილ ყაველაშვილი - სამივე მოსმენით შესაძლებლობა იყო, საზოგადოებისთვის ის მიზეზები გაგვეცნო, რატომ ვიღებთ კანონს, მგონი, ყველაფერი ნათელია
სამივე მოსმენით შესაძლებლობა იყო, რომ საზოგადოებისთვის ის მიზეზები გაგვეცნო, რატომ ვიღებთ კანონს. მგონი, ყველაფერი ნათელია, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველო არის დემოკრატიული, სამართლიანი ქვეყანა და არავის აქვს უფლება, უმრავლესობის სახელით ესაუბროს უმრავლესობით არჩეულ პარლამენტს.
„ჩვენ გვქონდა კანონროექტის გარჩევის საშუალება, არგუმენტებს ველოდებოდით, დღესაც ღია ვართ დისკუსიისთვის“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო.