მიხეილ ყაველაშვილი - ნიკა მელია თუ არ შეასრულებს, რაც კანონმდებლობით ეკისრება, ყველა ინსტიტუცია შესაბამისად იმოქმედებს
თუ ნიკა მელია არ შეასრულებს იმას, რაც კანონმდებლობით ეკისრება, ყველა ინსტიტუცია შესაბამისად იმოქმედებს, მათ შორის პარლამენტიც და პარლამენტის წევრებიც, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ყველა ინსტიტუციას თავისი პასუხისმგებლობა აქვს.
„სიახლე არაფერია, ჩვენ ანალოგიური შემთხვევა შარშანაც გვქონდა. ყველა ინსტიტუციას თავისი პასუხისმგებლობა აქვს. ჯერ დაველოდოთ, დიდი იმედია და ალბათ გაიაზრებენ, რომ არც ერთი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში კანონზე მაღლა არ უნდა დადგეს. რაც მას კანონმდებლობით ეკისრება, უნდა შეასრულოს. ეს მთავარი საკითხია. თუ ამას არ შეასრულებს, ყველა ინსტიტუცია შესაბამისად იმოქმედებს, მათ შორის პარლამენტიც და პარლამენტის წევრებიც“, – განაცხადა ყაველაშვილმა.