მიხეილ ყაველაშვილი - კელი დეგნანი იმდენად გადაფარებულია რადიკალურ ოპოზიციას და მესამე სექტორს, რომ ეჭვი გამიჩნდა, თავად ხომ არ იყო აკერმანის შეკრების მონაწილე
კელი დეგნანი იმდენად გადაფარებულია რადიკალურ ოპოზიციას და მესამე სექტორს, რომ ეჭვი გამიჩნდა, თავად დეგნანი ხომ არ იყო მონაწილე აკერმანის შეკრებისაც, სადაც იგეგმებოდა პროცესები, რომელიც ივნისში წარიმართა, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დეპუტატმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, კელი დეგნანის პასუხები და რადიკალური ოპოზიციის ქმედებები იმდენად შერწყმულია, ეს ორმაგი სტანდარტიც აღარ არის.
„როცა ფაქტებით ვსაუბრობთ, ამ დროს კითხვებზე კელი დეგნანს პასუხები აქვს გასაცემი. მას არაერთხელ მივმართეთ, რომ ეს არ არის მხოლოდ ოთხი დეპუტატის კითხვები, ეს არის საზოგადოების კითხვები. მისი მხარდაჭერა დაფიქსირდა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რადიკალური ოპოზიციის მიმართ, ასევე „გავრილოვის ღამისა“ და პარალელური ხმების დათვლის უმნიშვნელო ცდომილებად მოხსენიება მოხდა. არ გავჩერდებით, ჩვენ ვართ თანმიმდევრულები. ბევრი ინფორმაცია გვქონდა კულუარებში, რომ საშიშროება კვლავ გრძელდება საქართველოსთან მიმართებით. კელი დეგნანი იმდენად გადაფარებულია რადიკალურ ოპოზიციას და მესამე სექტორს, რომ ეჭვი გამიჩნდა, ხომ არ იყო მონაწილე თავად დეგნანი აკერმანის შეკრებისაც, სადაც იგეგმებოდა პროცესები, რომელიც ივნისში წარიმართა. მისი პასუხები და რადიკალური ოპოზიციის ქმედებები იმდენად შერწყმულია, ეს ორმაგი სტანდარტიც აღარ არის“, – განაცხადა ყაველაშივილმა.