მიხეილ ყაველაშვილი - ელექტრონულ საარჩევნო სისტემაში დაცულია ადამიანების ხმები და შეუძლებელია გაყალბება, ამას ოპოზიციაშიც აღიარებენ
პარლამენტის წევრი დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი აცხადებს, რომ ტყუილია ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პირადობის მოწმობებით ხდება „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ არჩევნების გასაყალბებლად მანიპულაცია.
როგორც მან აღნიშნა, წინასაარჩევნო გარემო მშვიდია.
მისი თქმით, თავად რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები მოუწოდებენ მოსახლეობას, მივიდნენ არჩევნებზე და აღნიშნავენ, რომ შედეგები ვერ გაყალბდება.
„სულ რაღაც ერთი კვირა დარჩა არჩევნებამდე, მსგავსი მშვიდი გარემო არასდროს ყოფილა. თავად გამოდიან და მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ შეუძლებელია გაყალბება. ელექტრონულ საარჩევნო სისტემაში დაცულია ადამიანების ხმები და შეუძლებელია გაყალბება, ამას თავად აღიარებენ. ანუ მიზეზი აღარ არსებობს იმისთვის, რომ რაიმე ქმედებას მიმართო“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.