მიხეილ ყაველაშვილი ბესელიას - სისხლი უნდა დაღვრილიყო და პოლიციამ ამისგან გადაგვარჩინა
მიხეილ ყაველაშვილი ბესელიას - სისხლი უნდა დაღვრილიყო და პოლიციამ ამისგან გადაგვარჩინა

სისხლი უნდა დაღვრილიყო და პოლიციამ ამისგან გადაგვარჩინა, – ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილმა დეპუტატ ეკა ბესელიას სხდომათა დარბაზში.

„შტურმი ვის უნდოდა ახალგზარდებს? დააფიქსირე რომ ადგილი ჰქონდა შტურმს? რატომ არ ამბობ სიმართლეს? ვის უნდოდა შტურმი? აქ უნდა დაღვრილიყო სისხლი და პოლიციამ ამისგან გადაგვარჩინა. ეს არის სიმართლე და ეს უნდა თქვა“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

დეპუტატმა ეკა ბესელიამ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტის სხდომათა დარბაზში მიმართა: „სად იყავით, თქვენ იქ უნდა დამდგარიყავით და გადაფარებოდით ბავშვებს, ვისაც თვალები დათხარეს“.