მიხეილ ყაველაშვილი - ახალი გამოჩეკილი ლიდერი ნიკანორ მელია ვაჟკაცობს, რომ კანონს არ შეასრულებს, ასეთ შემთხვევაში, სათანადოდ დაისჯება
მიხეილ ყაველაშვილი - ახალი გამოჩეკილი ლიდერი ნიკანორ მელია ვაჟკაცობს, რომ კანონს არ შეასრულებს, ასეთ შემთხვევაში, სათანადოდ დაისჯება

ახლანდელი გამოჩეკილი პოლიტიკური ლიდერი, ხელოვნურად შექმნილი ნიკანორ მელია ვაჟკაცობს, რომ კანონს არ შეასრულებს. კანონსაც შეასრულებს და თუ არ შეასრულებს, სათანადოდ დაისჯება, – ამის შესახებ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

ამასთან, ყაველშვილი მოუწოდებს ყველას, საქმესთან დაკავშირებით თავიანთი მოვალეობა შეასრულონ.

ყველას მოვუწოდებ, ეს იქნება სასამართლო, პროკურატურა, პარლამენტი, კეთილი ინებოს და თავისი ვალდებულება შეასრულოს. ჩვენ პასუხუსმგებელი ვართ. ეს მხოლოდ „ქართულ ოცნებას” არ ეხება. ხელისუფლება რომ შევცვალეთ, ეს ნაბიჯი საქართველოში უამრავმა ადამიანმა გადადგა და პასუსისმვებელი ვართ იმ ჩახოცილი ბიჭების, იმ სისხლის, რომელიც საქართველოს ამ საშინელმა რეჟიმმა მოუტანა. ამათ ჯერ ძალა სად აქვთ, რას აღარ კადრულობენ, ჩვენი გმირების მაგალითები მოიყვანეს და ვერაფერს ვერ აკეთებენ, რომ ხალხი განაწყონ. შეუძლებელია, მათთან შერიგება. ამიტომ, ყველას მოვუწოდებ, თავიანთი მოვალეობა შეასრულონ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

ყაველაშვილის თქმით, ყველამ იხილა მელიას ქმედებები და ისიც, თუ რა მოჰყვა ამ მოწოდებას.

„90 წლიდან დაწყებული არ მახსოვს მშვიდობიანი მიტინგი, რომელიც ძალადობაში გადაიზარდა და პილიციისა და სახელმწიფო დაწესებულებაში შესაჭრელად მოხდა. 200-ათასიანი მიტინგები იყო და არ მახსოვს, მოწოდება ყოფილიყო, აბა, ხალხო, დავიძარით, პარლამენტში, კანცელარიაში შევედით. მსგავსი რამ პირველად იყო. 2003 წელს ერთხელ იყო და კარი შიგნიდან ჰქონდათ გაღებული. ახლა ყველა იმაზე ლაპარაკობს, ამერიკაში რა მოხდა. კაპიტოლიუმზე შტურმი ანალოგიური იყო და არანაკლები, რასაც ეს ხალხი აპირებდა“,- აღნიშნა ყაველაშვილმა.

პროკურატურამ ნიკა მელიას გირაოს პირობების შესასრულებლად დამატებითი ერთკვირიანი ვადა 5 თებერვალს მისცა.