მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომის საფუძველი არ არსებობს
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომის საფუძველი არ არსებობს და ამას არც დოკუმენტი ითვალისწინებს.
„შეთანხმებაში განსაზღვრული არ არის რომელიმე თანამდებობის პირის ვალდებულება, რომ თანამდებობიდან გადადგეს. ეს სწორი არც იქნებოდა, მით უმეტეს ზოგადი შეფასებების ფონზე, თუნდაც ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. არაფრით დასაბუთებული არ არის, რომ ვინმემ და ამ შემთხვევაში თამარ ჟვანიამ რაიმე დაარღვია. მას როგორი ექნება განწყობა და სურვილები, ეს ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ არ არსებობს არავითარი ვალდებულების დაკისრების საფუძველი, რომ თამარ ჟვანია თანამდებობიდან გადადგეს“, – განაცხადა სარჯველაძემ.