მიხეილ სარჯველაძემ ზუგდიდში დასაქმების ფორუმი გახსნა
მიხეილ სარჯველაძემ ზუგდიდში დასაქმების ფორუმი გახსნა

ზუგდიდმა დასაქმების ფორუმს უმასპინძლა. ღონისძიების ოფიციალური ნაწილი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ფორუმზე 40-ზე მეტმა ადგილობრივმა და ქსელურმა კომპანიამ რეგიონში არსებული აქტიური ვაკანსიები წარმოადგინა საბანკო, საფინანსო, სამომხმარებლო, სამრეწველო, სამედიცინო, რითეილ, სასტუმრო, სარესტორნო და საოფისე სფეროებიდან. ფორუმში სამუშაოს 200-ზე მეტმა მაძიებელმა მიიღო მონაწილეობა.

„დამსაქმებლებსა და სტუმრებს სიტყვით მიმართა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა, მამუკა წოწორიამ. ფორუმი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა. მიმდინარე წელს, სააგენტოს ინიციატივითა და ორგანიზებით, დასაქმების მეშვიდე ფორუმი ჩატარდა. ფორუმების მიზანი სხვადასხვა რეგიონში მცხოვრები მოქალაქეების ეკონომიკური გაძლიერება, ბიზნესსექტორსა და სამუშაოს მაძიებლებს შორის კომუნიკაციის გამარტივება და დამსაქმებლებისთვის აქტუალური პრობლემის – კადრების დეფიციტის მოგვარებაა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.