მიხეილ სარჯველაძე - ვინაიდან „ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებლი“ ამბობენ, რომ ახალი ენერგიაა საჭირო, აღიარებენ, რომ რასაც აქამდე საზოგადოებას სთავაზობდნენ, ფუჭი და უვარგისი იყო
მიხეილ სარჯველაძე - ვინაიდან „ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებლი“ ამბობენ, რომ ახალი ენერგიაა საჭირო, აღიარებენ, რომ რასაც აქამდე საზოგადოებას სთავაზობდნენ, ფუჭი და უვარგისი იყო

ვინაიდან „ნაცმოძრაობა“ და „სტრატეგია აღმაშენებლი“ ამბობენ, რომ ახალი ენერგიაა საჭირო, ე.ი. აღიარებენ, რომ რასაც აქამდე საზოგადოებას სთავაზობდნენ, ფუჭი, უვარგისი და ის იყო, რის გამოც რეპუტაციულად დაღმართში მიემართებოდნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, საზოგადოება ხვდება, რომ მათი განცხადებების არანჟირების შეცვლით შინაარსი და მელოდია არ იცვლება.

„ხვდებიან რა, რომ მათი მხრიდან საზოგადოებისთვის შეთავაზებული მათი პოლიტიკა იყო არასწორი და შეცდომებით გადაპენტილი, აქედან გამომდინარე, მათ ამ ნარატივის შეცვლა სჭირდებათ. ოღონდ საზოგადოება ხვდება, რომ მათი განცხადებების არანჟირების შეცვლით შინაარსი და მელოდია არ იცვლება. შესაბამისად, თუ შესაცვლელი რაიმე აქვთ, შინაარსია და არა – ლოზუნგების განახლება“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.