მიხეილ სარჯველაძე - ვფიქრობ, ოპოზიციური პარტიების მხრიდან იქნება საკითხების მიმართ ჯანსაღი მიდგომა, მაგრამ, როგორც ჩანს, დღეს არავის უნდა, იყოს პირველი გამხმოვანებელი, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც გაბედავს
მიხეილ სარჯველაძე - ვფიქრობ, ოპოზიციური პარტიების მხრიდან იქნება საკითხების მიმართ ჯანსაღი მიდგომა, მაგრამ, როგორც ჩანს, დღეს არავის უნდა, იყოს პირველი გამხმოვანებელი, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც გაბედავს

ვფიქრობ, ოპოზიციური პარტიების მხრიდან საკმაოდ დიდი იქნება საკითხების მიმართ ჯანსაღი მიდგომა, მაგრამ როგორც ჩანს, დღეს არავის უნდა, იყოს პირველი გამხმოვანებელი. აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც გაბედავს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით მან უპასუხა ჟურნალისტის კითხვას – „პატარა პარტიები განიცდიან თუ არა „ნაციონალური მოძრაობის“ ბულინგს პარლამენტში შესვლაზე?“

„მტკიცებით ფორმაში ძნელია იმაზე ლაპარაკი, თუ ვის რა საუბარი აქვს ერთმანეთთან და ვინ რა მოტივაციით აცხადებს იმას, რასაც აკეთებენ, მაგრამ ერთი რამ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ამ შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიების გარკვეული სოლიდარობა ერთმანეთთან მიმართებაში შეიძლება იყოს მათ გადაწყვეტილებაში გავლენის მომხდენი. ვფიქრობ, საკმაოდ დიდი იქნება საკითხების მიმართ ჯანსაღი მიდგომა ოპოზიციური პარტიების მხრიდან, მაგრამ როგორც ჩანს, დღესდღეობით არავის უნდა, იყოს პირველი გამხმოვანებელი. აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც გაბედავს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.