მიხეილ სარჯველაძე - უმძიმესი ფაქტია, როდესაც ოკუპაციას ეწირება საქართველოს მოქალაქე, ყველაფერი გაკეთდება, რომ ეს ბარბაროსული დანაშაული არ დარჩეს დაუსჯელი
მიხეილ სარჯველაძე - უმძიმესი ფაქტია, როდესაც ოკუპაციას ეწირება საქართველოს მოქალაქე, ყველაფერი გაკეთდება, რომ ეს ბარბაროსული დანაშაული არ დარჩეს დაუსჯელი

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტს „ბარბაროსულ დანაშაულს“ უწოდებს.

„უმძიმესი ფაქტი მოხდა, ფაქტი, რომელსაც ვერასდროს და ვერცერთი ქართველი ვერ შეეგუება. ეს არის სრული ანომალია, სრულიად არანორმალური რამ, როდესაც ოკუპაციას ეწირება საქართველოს მოქალაქე. ეს არის აბსოლუტურად არალეგიტიმური, აბსოლუტურად მხეცური ფაქტი. ყველაფერი გაკეთდება, რომ ეს კონკრეტული შემთხვევა, ეს კონკრეტული ბარბაროსული დანაშაული არ დარჩეს დაუსჯელი. სამძიმარს ვუცხადებ უპირველესად მოკლულის ოჯახის წევრებს და მთელ საქართველოს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე. მომხდართან დაკავშირებით, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მოთხოვნით, ერგნეთში შეხვედრა გაიმართა.