მიხეილ სარჯველაძე - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთისთვის საქართველოსთვის კომპენსაციის სახით 129 მილიონი ევროს გადახდის დაკისრებაზე, დიდი გამარჯვებაა
მიხეილ სარჯველაძე - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთისთვის საქართველოსთვის კომპენსაციის სახით 129 მილიონი ევროს გადახდის დაკისრებაზე, დიდი გამარჯვებაა

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება რუსეთისთვის საქართველოსთვის კომპენსაციის სახით 129 მილიონი ევროს გადახდის დაკისრებაზე, დიდი გამარჯვებაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, 2008 წლის ომთან დაკავშირებით 2021 წლის 21 იანვარს მიღებული გადაწყვეტილება იყო სტარტი საქართველოს ბევრი გამარჯვებისა, რასაც ჰქვია დეოკუპაციის მიმართულება.

„მერწმუნეთ, რომ ეს ადრე თუ გვიან თავის კონკრეტულ რეზულტატებს მოიტანს და ერთ-ერთი ასეთი რეზულტატი გახლავთ სწორედ ის ფინანსური სანქცია, ზიანის ანაზღაურება, რომელიც არის გათვალისწინებული ამ გადაწყვეტილებით. ეს მნიშვნელოვანი, სერიოზული გამარჯვებაა საქართველოსი და ეს არის შედეგი იმ დაუღალავი შრომისა, რომელიც აწარმოა, მაგალითად, თეა წულუკიანმა, როდესაც იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობდა. ძალიან სერიოზულად იმუშავა ამ მიმართულებით და სწორედ ამან გამოიღო კონკრეტული შედეგები, რაც ახლა ითარგმნება ამ კონკრეტულ რეზულტატებში“, – განაცხადა სარჯველაძემ.

2008 წლის ომის სარჩელზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის სახით 129 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.