მიხეილ სარჯველაძე - საქართველოს ხელისუფლება ერთგულია თავისი პოზიციის, რომელიც საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მოსპობის შესაძლებლობას უკავშირდება
საქართველომ თავიდანვე მკაფიო პოზიცია გამოხატა, რომ რუსეთთან სანქციებს დამოუკიდებლად და თავისით ვერ შეძლებს, მაგრამ საერთაშორისო სანქციებთან მიმართებაში არ იქნება ხელის შემშლელი, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, ცალკეულ საკითხებს, რომლებიც საქართველოს საერთაშორისო თანამშრომლობის ფორმატებში ევალება, პირნათლად და ზედმიწევნით ასრულებს.
„როცა ჩვენი ოპონენტები ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად დაუსაბუთებელ და წინასწარ გამიზნულ კამპანიას წარმართავენ საქართველოს გაშავებისთვის, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით, ოპოზიციის გაწბილება ხდება, რომელიც საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობდა, თითქოს რაიმე მანკიერი პრაქტიკა ხორციელდება. ანუ, საქართველოს ხელისუფლება ერთგულია მის მიერ არჩეული პოზიციის, რომელიც საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის მოსპობის შესაძლებლობას უკავშირდება“, – განაცხადა სარჯველაძემ.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საერთაშორისო სანქციების შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიიდან იკრძალება აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოყვანილი მანქანების რეექსპორტი რუსეთსა და ბელარუსში.