მიხეილ სარჯველაძე საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მერვე კონგრესზე სიტყვით გამოვიდა
ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების მერვე კონგრესზე სიტყვით გამოვიდა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები, სექტორის კიდევ უფრო განვითარებას უწყობს ხელს, რაც საბოლოოდ, თითოეულ პაციენტზე დადებითად აისახება.
შეხვედრაზე ევროპის კარდიოლოგთა საზოგადოების უახლესი „გაიდლაინები“ და ასევე კარდიოლოგიის, არითმოლოგიის, კარდიო-ონკოლოგიის და დიაგნოსტიკის აქტუალური საკითხები განიხილეს.
კონგრესი საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოების ორგანიზებით, გულის მსოფლიო დღის ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს გულის ფონდმაც მიიღო. ღონისძიებას, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, ქვეყნის წამყვანი კარდიოლოგები, არითმოლოგები, კარდიოქირურგები, ასევე ონკოლოგები და ოჯახის ექიმები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.